суббота, 7 октября 2017 г.

მეცხრე დღე

   დღეს წარვადგინე ჩემი პროექტის გეგმა და მოვისმინე კოლეგების რეკომენდაცია.  უკუკავშირის გათვალისწინწბით  დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა და განახლებული ვარიანტი განვათავსე  ბლოგზე. ასევე შევაფასე სხვისი პროექტის გეგმები და მივეცი რეკომენდაციები.
  ამ ტრენინგის ფარგლებში სრულყოფილად შევისწავლე პროექტის წერა, დეტალურად გავაანალიზე მისი თითოეული ეტაპი და პუნქტი. მასალა მოწოდებული იყო ძალიან საინტერესოდ და ადვილად აღსაქმელად. მიღებული ცოდნა დამეხმარება მომავალი სასკოლო პროექტის  წარმატებით წარმართვაში და ასევე ზოგადად ჩემს პროფესიულ განვითარებაში.

воскресенье, 1 октября 2017 г.

მერვე დღე

ჩემი პორტფოლიო

დღეს გავწერე ჩემი პროექტის მეოთხე კვირისათვის დასახული გეგმები.  შევარჩიე სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები და ჩამოვწერე საჭირო სასწავლო რესურსები. ასევე განვსაზღვრე ის წინარე ცოდნა, რაც დასჭირდებათ მოსწავლეებს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.  ბოლოს კი ვისწავლოე როგორ მოვიძიო ციფრული რესურსების პორტალი და გავეცნო ისტ-ის ფარგლებში შექმნილ პროექტებს.

суббота, 30 сентября 2017 г.

მეშვიდე დღე

 დღეს გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას ( სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები, არაქართულენოვანი მოსწავლეები, განსაკუთრებული ნიჭის მქონე მოსწავლეები). შევავსე დიფერენცირებული სწავლების კითხვარი. ბოლოს კი დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მეთოდები მოვარგე ჩემს პროექტს.

воскресенье, 24 сентября 2017 г.

მეექვსე დღე

 დღეს დავიწყე ჩემი განსახორციელებელი პროექტის  პროცედურების წერა. დავამუშავე პირველი კვირისათვის  გაწერილი საკითხები. მოვიძიე სურათი პროექტის ბროშურისათვის და ვისწავლე როგორ შევინახო სურათის მისამართი საავტორო უფლებების დაცვისათვის.

воскресенье, 17 сентября 2017 г.

მეოთხე დღე

დღეს დავსახე ჩვენი პროექტის მიზნები და მისაღწევი შედეგები. ასევე განვსაზღვრე თუ რა უნარ-ჩვევები განუვითარდებათ მოსწავლეებს ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად.  შევისწავლე შეფასების მეთოდები და შესაბამისი ინსტრუმენტები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა საჭიროებების დადგენას, პროექტის მსვლელობასა და წარმატებით განხორციელებას.

суббота, 16 сентября 2017 г.

მესამე დღე

დღეს შევარჩიე საპროექტო საკითხი და მოვახდინე სათაურის ფორმულირება. განვსაზღვრე პროექტის განხორციელების საფეხური. ასევე პროექტს მოვარგე შესაბამისი სტანადრტები, როგორც უცხო ენის, ასევე ისტ-ის სტანდარტებიდან. გავეცანი შეკითხვების ტიპებს, როგორიცაა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი და შევიმუშავე სამივე ტიპის შეკითხვები პროექტისათვის.

воскресенье, 10 сентября 2017 г.

მეორე დღე

                    დღეს დეტალურად გავეცანი კონკიას პროექტის რესურსებს, რამაც ნათლად დამანახა პროექტის წერის სისრულე ( რა თანმხლები დოკუმენტაცია თან უნდა დავურთო პროექტს) და თან სიმარტივე. ასევე ვისწავლე პროექტის მახასიათებლები, რაც ზოგადად დამეხმარება როგორც პროექტების, ასევე სასწალო პროცესის სრულყოფაში. ვისწავლე ბროშურის შექმნა და ავირჩიე ბროშურის სასურველი ფორმა ჩემი მომავალი პროექტისათვის.   ბოლოს კი დავიწყე ბროშურის შაბლონის შევსება, რომელსაც ტრენინგის კურსის მსვლელობის    პროცეცში შევავსებ და ვსრულყოფ.                             

суббота, 9 сентября 2017 г.

პირველი დღე

   დღეს  გავეცანი პროექტებით სწავლებას.  პროექტის მიზნისა და შექნის/განხორციელების უკეთესად აღსაქმელად  განვიხილეთ  კონკიას პროექტის გეგმა, რამაც გამიადვილა პროექტის სიღმეებში წვდომა. ტრენერი ასევე გვესაუბრა პი რიცხვის ისტორიის შესახებ. შევისწავლე პროგრამა ვიუერი და მასში საჭირო ჩანიშვნების მეთოდი. გავიხსენე ბლოგის შექმნა, რაც პროექტის განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილია.  ჩემთვის საინტერესო იყო intel-ის როგორც კომპანიისა და პროგრამის გაცნობა.